წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია IBERIA-ს ოფიციალურ ვებგვერდს. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ. ჩვენი გვერდი ასევე გთავაზობ საინტერესო ფაქტებს მოგზაურობის, გეოგრაფიული ადგილებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების შესახებ. ტურისტული კომპანია IBERIA დაფუძნდა 2013 წელს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტურების მომზადება და შეთავაზება, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მასშტაბით. IBERIA-ს მომსახურება განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური მოგზაურებისთვის ასევე მოგზაურთა ჯგუფებისათვის - მოგზაურობის სულისკვეთებით განმსჭვალული და მასზე შეყვარებული ადამიანებისთვის; ოჯახებისთვის, რომელთაც სურთ მშვიდ გარემოსა და ოჯახურ წრეში დასვენება; კოლეგებისთვის, რომელთა მიზანია ერთად განტვირთვის გზით მაქსიმალურად აამაღლონ კორპორატიული სულისკვეთება; აქტიური გართობისა და სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის; ადამიანებისთვის, რომელთაც უბრალოდ სურთ შეიძინონ კიდევ ერთი ბედნიერი მოგონება. IBERIA-ს გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ჰყავდეს მრავალი ლოიალური და კმაყოფილი კლიენტი. ჩვენი რწმენით სწორედ ასეთ კლიენტთა რაოდენობით განისაზღვრება ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება